შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო”,- ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა, ხოლო ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

,,ელდარ შენგელაიას კინო შედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა, ხოლო ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახს, მის ახლობლებს და ქართულ საზოგადოებას უდიდეს დანაკლისს, ბატონი ელდარის დანატოვარი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ქართული ხელოვნების ისტორიაში”,- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები