ზელენსკი პუტინს მოლაპარაკებაზე შეხვედრას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ შესთავაზა ლიდერების დონეზე პირდაპირი შეხვედრა, როგორც შესაძლო გზა ომის დასრულებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის,- ამის შესახებ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული და მტრულია დღეს ჩვენი ურთიერთობა, დიალოგი საჭიროა, თუ გვსურს სისხლისღვრის შეჩერება.

უკრაინა ყოველთვის ღიაა დიპლომატიური გზით პრობლემების მოგვარების შესაძლებლობისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს არ ექნება აზრი, თუ მათ საფუძვლად არ დაედება ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის შეთავაზება მოჰყვა მასშტაბური თავდასხმების ახალ ტალღას, რომელიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელა და რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა.

პრეზიდენტის თქმით, ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია და მშვიდობის პერსპექტივა მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, თუ მოსკოვი რეალურად ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში.

კრემლს ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი ზელენსკის განცხადებაზე არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები