გიორგი ვოლსკი ლაშა ცანავას დაკავებაზე: პოლიტიკურად მოტივირებული არ შეიძლება იყოს საქმე, როდესაც ადამიანს ფულს სძალავ გარკვეული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ – საქართველოს ოპოზიცია პრაქტიკულად არ ჰყავს, ეს არის ექსტრემისტთა და თაღლითთა ჯგუფი

“პოლიტიკურად მოტივირებული არ შეიძლება იყოს საქმე, როდესაც ადამიანს ფულს სძალავ გარკვეული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ”, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, „ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტი.

მისი განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომ ცანავა პოლიტიკური საბჭოს წევრია, თუმცა, თავად ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი „ასეთ მამაძაღლობაშია“ ჩართული, სამწუხაროა.

„მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტსაბჭოს წევრია თუ არა, რასაკვირველია, პოლიტიკურად მხარდამჭერი არაერთი ადამიანი გამოჩნდება, თვითონ ნცაიონალური მოძრაობაც, მაგრამ შინაარსი, ამ ხალხის ისეთია, რომ წამსვლელები არიან სახელმწიფოსთან დაპირისპირების ნებისმიერ ფორმაზე.

ეს სამწუხარო ფაქტია, ზოგადად, საქართველოსთვის სამწუხარო ფაქტია, რომ პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჩართულია ასეთ მამაძაღლობაში. სამწუხაროა ისიც, რომ პოლიტიკურ ველზე, საქართველოს ოპოზიცია აღარ გააჩნია. საქართველოს ოპოზიცია პრაქტიკულად არ ჰყავს – ეს არის ექსტრემისტთა და თაღლითთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანდნენ, ზოგი არჩევნებშია ჩართული, ზოგი აგრძელებს საბოტაჟის რეჟიმში ქვეყანასთან ბრძოლას,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები