ლევან მახაშვილი: კახი კალაძემ განვლილი საქმიანობით დაამტკიცა, რომ კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას

,,კახი კალაძემ განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იქნება კიდევ ერთი, კარგი შესაძლებლობა, რომ მოსახლეობასთან ერთად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ, რა ნაბიჯები გადავდგით და რა ნაბიჯების გადადგმა დაგვრჩა მომავალში. რაც მთავარია, მოსახლეობას ვესაუბროთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ მოსახლეობისთვის და მათთან ერთად იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე მათი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, იმედიანი და კეთილდღეობით სავსე. ამ პროცესის ერთ-ერთი გვირგვინი და მნიშვნელოვანი მონაკვეთი არის ქალაქი თბილისი და თბილისის მერობის არჩევნები, რომელშიც საკმაოდ იმედიანად და დამაჯერებლად შევდივართ კახი კალაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას, რათა განაგრძოს თითოეული თბილისელის და თბილისის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები