არჩილ გორდულაძე – ხელისუფლების დამხობის თავი არავის აქვს

„ხელისუფლების დამხობის თავი არავის აქვს – საკუთარი თავები დაამხონ, როცა ერთად შეიკრიბებიან!“ – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანი ფორმით უნდა დაამხონ.

„ასეთ ნონსენსზე საუბრობენ! იმისთვის, რომ დამხობისკენ მოწოდება არ გამოვიდეს და სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინონ, აზღვევენ, დამხობას წინ მშვიდობიანს ამატებენ და ამ სისულელეს იღებენ.
ვიცით, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და სისულელეებს ლაპარაკობენ. პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და თქვა, რომ თურმე თბილისის მერიამ მათი რევოლუცია უნდა დააფინანსოს. აი ამ ნონსენსამდე მივიდნენ! პატრონების დავალების შესრულებამ აგენტურა ამ მდგომარეობაში ჩააგდო“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები