ავსტრალიის ცაზე „უცხოპლანეტელი“ შენიშნეს, რომელიც სინამდვილეში ჩინური რაკეტა აღმოჩნდა(ვიდეო)

ავსტრალიის რამდენიმე შტატში მცხოვრებმა მოსახლეობამ ცაზე უჩვეულო ნათება და ობიექტის სწრაფი გადაადგილება შენიშნა, რასაც სოციალურ ქსელებში ბევრი „უცხოპლანეტელების გამოჩენად“ აფასებდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ მოგვიანებით განმარტა, რომ სინამდვილეში ეს ჩინეთის მიერ გაშვებული რაკეტის ნაწილის ატმოსფეროში შემოსვლის პროცესი იყო.

მოსახლეობის თქმით, ცაზე გამოჩენილი ობიექტი ელვარებდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით მოძრაობდა, რასაც თან ახლდა კვამლის კვალიც.

ავსტრალიის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ეს იყო ჩინური რაკეტის ნაწილების ნარჩენი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლოდ შევიდა.

ჩინეთს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სპეციალისტების თქმით, რაკეტის ასეთმა დაბრუნებამ, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე არ შეუქმნია მოსახლეობისთვის, კომერციული და სამთავრობო კოსმოსური ოპერაციების უფრო მკაცრი მონიტორინგის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები