ირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ
„პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ანაკლიის პორტის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ცდილობენ, ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება, თითოეული მოქალაქე დააზიანონ. პირადი მიზნებიდან გამომდინარე პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს ტყუილია მათი მხრიდან, ასევე ტყუილია მთელი მათი პოლიტიკა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.