კიევში დაღუპულთა რიცხვი იზრდება, მათ შორის არიან ბავშვებიც

31 ივლისს განხორციელებული რუსული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია, ათეულობით ადამიანია დაშავებული, მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ცნობით, უკრაინელი მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი იერიში ბოლო თვეების განმავლობაში. შეტევამ გამოწვია ხანძრები და ნაწილობრივ დაიშალა შენობების კონსტრუქციები, რამაც სამაშველო ოპერაციები გაართულა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს, დააჩქარონ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები