ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლისთვის იმოქმედოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთში რეჟიმის შეცვლის მიზნით იმოქმედოს.
ფინეთში, ჰელსინკის შეთანხმების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დროა, რუსეთს დასავლეთის სახელმწიფოებში გაყინული აქტივები ჩამოერთვას, შემდეგ – ისინი მშვიდობისთვის იქნეს გამოყენებული და არა ომისთვის.
„ჩვენ სრულად უნდა დავბლოკოთ რუსული საომარი მანქანა (…) გამოვიყენოთ ყველა გაყინული რუსული აქტივი – მათ შორის კორუფციით მოპარული სიმდიდრე – რათა დავიცვათ მსოფლიო რუსული აგრესიისგან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.