„ერთი ქილა ტაჰინი რვა ადამიანისთვის“ – ღაზის მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ისრაელმა სამხედრო ოპერაციების ნაწილი შეაჩერა, ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო დახმარების სააგენტოები აცხადებენ, რომ ეს თანხა ღაზაში მცხოვრები ორ მილიონზე მეტი მოსახლისთვის ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

მოჰამედ აბუ სიდო დახმარების მიღებას დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან ცდილობს.

„და ეს არის ის, რაც რვა ადამიანისთვის მივიღე, ერთი ქილა ტაჰინი. ეს არ არის [დახმარების] დარიგება. შეხედეთ ამ ქილა ტაჰინს, რით გამოვკვებო ჩემი შვილები?“, – განუცხადა მან სააგენტო Reuters-ს.

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში დახმარების ძიებისას 91 ადამიანი დაიღუპა.

კიდევ ერთი დახმარების მაძიებელი, აჰედ საქრი ამბობს: „ეს სიკვდილის ხაფანგია, ღმერთს გეფიცებით, ეს სიკვდილის ხაფანგია. სიკვდილთან მიდიხარ და იცი, რომ სიკვდილთან მიდიხარ, ვერაფერს იღებ და ვერაფერს პოულობ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები