სიმონ ჯანაშიას მუზეუმში ჯორჯ ბალანჩინის იუბილე და გამოფენა „ბალანჩივაძეები“ გაიმართება

  გამოფენა „ბალანჩივაძეები“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი 16:00 საათზე გაიხსნება.
დამთვალიერებელს მუსიკალური კულტურის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ოჯახის წევრების მხატვრული ნამუშევრები და მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოების ნახვის საშუალება ექნებათ.
გამოფენაზე ჯარჯი, ნატუსია, ამირან, თამარ, ანტონ და ანდრია (უმცროსი) ბალანჩივაძეების ახალი და უცნობი, ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ოჯახის არქივში კერძო კოლექციებისა თუ მუზეუმში არსებული მხატვრული ნამუშევრები და ფოტო-დოკუმენტური მასალა გამოიფინება.
შეგახსენებთ, რომ მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟის, გიორგი ბალანჩივაძის (ჯორჯ ბალანჩინი) დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. მსოფლიოსთან ერთად ამ დღეს საქართველო სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. გამოფენა იუბილესთან დაკავშირებით სწორედ ბალანჩინს მიეძღვნება.
გამოფენა 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები