ევროკავშირი უკრაინასთან მხარდაჭერის პოლიტიკას არ ცვლის

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დღის წესრიგში არ დგას.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისადმი როგორც ფინანსურად, ისე ჰუმანიტარულად და პოლიტიკურად მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩვენი პოზიცია ცალსახაა – ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და არ განიხილავს დახმარების შეწყვეტას,“ – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

ბრიუსელის განცხადებით, დახმარების გაგრძელება ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება და მნიშვნელოვანია უკრაინაში სტაბილურობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეფორმების გასაძლიერებლად.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს როგორც პირდაპირ ბიუჯეტურ დაფინანსებას, ისე უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორებში დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები