საუდის არაბეთის ქალაქ ტაიფში, გასართობ პარკში ატრაქციონი მოულოდნელად გაფუჭდა და ჩამოიშალა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაშავდა. სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ინციდენტი Green Mountain Park-ში მოხდა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – „360 Degrees“ შუა ტრიალის დროს გატყდა და ჩამოვარდა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პარკი დროებით დაიხურა და მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდებიან და მათ მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებენ.