მალტა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გეგმავს

მალტამ დაადასტურა, რომ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარებას სექტემბერში გეგმავს, – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელამ გააკეთა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეესაბამება მალტის ხანგრძლივ მხარდაჭერას ორი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ და მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობას.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ დიალოგი და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებია გზა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ,“ — განაცხადა აბელამ.

ევროპის რამდენიმე ლიდერმა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების კონტექსტში მალტის გადაწყვეტილებას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები