ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა აღადგინა — ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიესალმება

უკრაინის პარლამენტმა დაადასტურა კანონპროექტი, რომელიც აღადგენს კორუფციის საწინააღმდეგო ორგანოების — ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატორის ოფისის (SAPO) დამოუკიდებლობას.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 331 დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონპროექტს ხელი დაუყოვნებლივ მოაწერა.

როგორც მედია აღნიშნავს, კანონპროექტის მიღებით უკრაინამ აღადგინა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაცვასთან მიმართებით.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ დადებითად შეაფასეს უკრაინაში კანონის მიღებ, რომელიც NABU-სა და SAP-ის დამოუკიდებლობას აღადგენს.

“უკრაინაში კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ისინი კვლავ უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები