ევრაზიის კონტინენტზე ყველაზე მაღლა მდებარე ვულკანი, კლიუჩევსკაია სოფკა გააქტიურდა.
კამჩატკის ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანიდან ამ ეტაპზე გამოყოფილია თეთრი ორთქლი და აირები, თუმცა ლავური აქტივობა ჯერჯერობით არ ფიქსირდება.
ვულკანის თავზე, დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე, დინამიკური ორთქლის ამონაფრქვევი დაფიქსირდა. ვულკანის აქტივობის საფრთხის დონე ამ დროისთვის შეფასებულია როგორც “ყვითელი”, რაც ნიშნავს, რომ ის პოტენციურად მოქმედია და შესაძლოა, მოულოდნელად გააქტიურდეს.
“კლიუჩევსკაია სოფკა” რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომლის სიმაღლე, დაახლოებით, ზღვის დონიდან 4,750 მეტრია. მისი ბოლო მასშტაბური ამოფრქვევა 2020 წელს დაფიქსირდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.