აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სავაჭრო დაძაბულობა შეთანხმებით დასრულდა
შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ახალი სავაჭრო შეთანხმება დადეს, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური დაძაბულობა შეამსუბუქა და მაღალი ტარიფების თავიდან აცილება შესაძლებელი გახადა,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შეთანხმების მიხედვით, აშშ კორეული იმპორტისთვის 15%-იან ტარიფს დააწესებს, ნაცვლად აქამდე დაანონსებული 25%-ისა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სამხრეთ კორეის მხრიდან, დაახლოებით, 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ამერიკულ ეკონომიკაში, მათ შორის ენერგეტიკასა და ტექნოლოგიურ სექტორებში.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს გარიგება დადასტურებას, რომ მოლაპარაკება ყოველთვის სჯობს დაპირისპირებას.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონგმა შეთანხმებას „გათვლილი კომპრომისი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ორ ქვეყანას შორის სტაბილურ ვაჭრობასა და გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას უზრუნველჰყოფს.
ექსპერტების შეფასებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დარეგულირებას ავტოინდუსტრიაში და ენერგორესურსების მიწოდებაში, რაც ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სფეროებია.