გიორგი ვოლსკი: ნგრევის თავიდან აცილება “ქართული ოცნების“ პოლიტიკით გახდა შესაძლებელი

„ნგრევის თავიდან აცილება “ქართული ოცნების“ პოლიტიკით გახდა შესაძლებელი,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვით მოქმედებს.

„როგორც საერთაშორისო მედია წერს, ევროკავშირის სისტემა მზად არ არის, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კომპეტენცია, თუნდაც ფონ დერ ლაიენის. რასაკვირველია, აშშ-ის პოზიცია იყო და იქნება – ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ეს აქვს მთავარ ლოზუნგად ახალ ადმინისტრაციას. თუკი საქართველოსთან პარალელს გავავლებთ, რასაკვირველია საქართველო უპირველეს ყოვლისა არის აქტუალური თემა და ამ თემას ძალიან მტკიცედ და სტაბილურად მიჰყვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. რასაკვირველია შედარება ძნელია, რესურსები გაცილებით უფრო მცირე აქვს საქართველოს, მაგრამ რეალურად ნგრევის თავიდან აცილება ამ პოლიტიკით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებას მეორე დღეა მწვავედ აკრიტიკებენ ევროპული ქვეყნები. ევროპელი ლიდერები ტრამპისა და ფონ დერ ლაიენის სავაჭრო გარიგებას დამაზარალებელს უწოდებენ საკუთარი ქვეყნების ეკონომიკისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები