„2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც რუსეთის უპირატესობას ამტკიცებს სამხრეთ კავკასიაში” – ვოლსკი

“უკვე დიდი ხანია, ვამბობთ, რომ რუსული თემა შემოტანილია სასპეკულაციოდ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ისაუბრა.

„2012 წლიდან არც ერთი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი, რომელიც რუსეთის უპირატესობას ამტკიცებს სამხრეთ კავკასიაში, მაშინ როდესაც 2012 წლამდე ყველაფერი გაკეთდა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. მსოფლიოში რა პროცესებიც მიმდინარეობს, არ ითვალისწინებს სპეკულაციის ამ დონეს, რომელიც უკვე მოძველებულია. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი გააჩნია, ამერიკასაც , რუსეთსაც, ჩინეთსაც და ევროკავშირსაც. ამ პროცესებში საქართველოს შერყევა ამ რუსული თემით, არის გარკვეული სცენარის ნაწილი. ამ სცენარს ადგენენ არა საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები