“შეძრწუნებულები” ვართ, თუ ალეკო ელისაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას; ვის, თუ არა ალეკო ელისაშვილს აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს” – გორდულაძე

“ძალიან შეძრწუნებულები ვართ, თუ ალეკო ელისაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვის, თუ არა ალეკო ელისაშვილს აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა და თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის სავარაუდო დანიშვნის საკითხს სარკასტულად გამოეხმაურა.

“ძალიან შეძრწუნებულები ვართ, თუ ალეკო ელისაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვის თუ არა ალეკო ელისაშვილს აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს. მის გარეშე წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. მას მოვუწოდებ, რომ გადადგას გმირული ნაბიჯი და ნამდვილად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. იგი ამით გადაარჩენს თავის პატრონებსაც და “ლელოელ” თუ გახარიელ მეგობრებსაც. სხვათა შორის, იმ მეგობრებსაც, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მევახშეებს ეძახდა და ამხელდა ხაზარაძეს, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც აფორმებინებდა სესხებს საპატიმროებში “ნაციონალური მოძრაობის” დროს. კარგია, რაც უფრო მეტი ასეთი პრინციპული და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები გაერთიანდებიან და მათ ძალიან დიდი წარმატებაც შეიძლება ვუსურვოთ, ოღონდ არა ჩვენს ქვეყანაში. წავიდნენ და თავიანთი პატრონები რომელ ქვეყანაშიც მიუთითებენ იქ სცადონ პოლიტიკური აქტივობა. ისე, “ნაცებისთვის” ეგ ნაცნობი ხელწერაა, საქართველოში რომ ხელი მოეცარათ, მერე წავიდნენ და სხვა ქვეყანაში სცადეს ბედი”, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები