თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროს ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლისძმას – ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა სამივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა – მიზეზად მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე განმეორებითი დანაშაულის საფრთხეს ასახელებდა.

ცნობისთვის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურს და ვასილ მხეიძეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალი წარედგინათ.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები