მას შემდეგ, რაც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ბურსასთან ორი მოხალისე მეხანძრე დაიღუპა, დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა,- ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
თურქეთში ივნისის ბოლოდან დღემდე, ხანძარს 17-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორისაა 10 მაშველი მოხალისე და სატყეო მუშაკი, რომლებიც ოთხშაბათს, თურქეთის დასავლეთით, ესკიშეჰირში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ.
თურქეთის სიდიდით მეოთხე ქალაქის, ბურსას გარშემო მასშტაბური ხანძრები შაბათ-კვირას გაჩნდა, რის გამოც 3500-ზე მეტმა ადამიანმა სახლები დატოვა.
როგორც მედია იუწყება, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, მშრალი ჰავა და ძლიერი ქარი ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს, თურქეთსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სხვა ნაწილებში კი რეკორდული სიცხეებია.