სირიაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა
სირიის ჩრდილოეთით, იდლიბის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, აფეთქება საბრძოლო მასალის საწყობში მოხდა.
აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ ადგილობრივ ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით 140 დაშავებულის შესახებ განაცხადა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.