ანდრეი ერმაკი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა,- ამის შესახებ ერმაკი სოციალურ ქსელში თავად წერს.

“სამშვიდობო პროცესის დინამიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – რადგან საქმე ეხება რეალურ ადამიანებს, რეალურ ბავშვებს, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა და ყველა სახლში უნდა დააბრუნოს.

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის მაღალი დონის შეხვედრის საჭიროება განიხილეს.

განვიხილეთ მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის, რათა ომის დასრულების მიზნით რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, დღეს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები