დღეს აბიტურიენტებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა ჩააბარეს
დღეს აბიტურიენტებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა ჩააბარეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ასევე, მაგისტრანტობის კანდიდატებმა ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობების ნაწილებში საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩააბარეს.
“22 ივლისის სესიებზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 92%-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი – დარეგისტრირებულების 80%-ზე მეტი.
იყო დაგვიანების 4 შემთხვევა.
ხვალ 2025 წლის გამოცდები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დასრულდება. გამოსაცდელები უცხოური ენების ლაპარაკის ნაწილის გამოცდებს ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ რეგისტრაციის დროს, რადგან გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი განსხვავებულია.
გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.