ნინო წილოსანი: ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს – ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენ მიმართ, პირდაპირ უკავშირდება ომში საქართველოს ჩართვის სურვილს
“ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს”, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებას.
წილოსანის თქმით, ის შანტაჟის ენა და ულტიმატუმები, რომლებიც ევრობიუროკრატთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ომში ჩართვის სურვილს.
„ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალური არის ისე, როგორც არასდროს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე მთლიანი დაწოლა უკრაინის ომის მხარდაჭერის კუთხით გადავიდა ევროკავშირზე და რიგი ევროპარლამენტარების, თუ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები და ის ულტიმატუმები, შანტაჟის ენა, რომელიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.