მედია: დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვებს შეუერთდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ ლონდონმა, შესაძლოა, გერმანიის მსგავსად, უკრაინისთვის მიწოდების მიზნით იარაღი აშშ-სგან შეიძინოს.
ამის შესახებ „Bloomberg“-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ განუცხადა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
სტარმერს ჰკითხეს, შეუერთდებოდა თუ არა ბრიტანეთი დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც უკრაინაში „პატრიოტების“ რაკეტებს გაგზავნის შესახებ ევროპელი მოკავშირეებისთვის მიყიდვას გულისხმობს.
„ჩვენ მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინაში გამოყენებული ნებისმიერი შესაძლებლობა ეფექტური იყოს“, – განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს ახალ „კენსინგტონის ხელშეკრულებას“, რომელიც მოიცავს ორი ქვეყნის ვალდებულებებს, დაეხმარონ ერთმანეთს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, მიაწოდონ ახალი შორი მოქმედების სარაკეტო სისტემა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და ერთობლივი შეიარაღების სისტემების ექსპორტის ლიცენზიებზე მჭიდროდ ითანამშრომლონ.