რუსთავში ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს – დანაშაული გახსნილია (ვიდეო)

   შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილების, ისანი-სამგორის სამმართველოს და რუსთავის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გიორგი შ. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ ზურა ს-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გიორგი შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9GgYyeApx2E” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები