ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ და პროცესი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ

“ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ და პროცესი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არა საქართველოზე, არამედ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრობს.

„შავი ზღვა ევროპასა და აზიას შორის ერთი-ერთი დამაკავშირებელი ზღვაა. ბუნებრივია, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. ჩვენი ინტერესია, რომ შავი ზღვა და შუა დერეფანი უსაფრთხო იყოს. დღევანდელ ვითარებაში, როცა ჩრდილოეთი და სამხრეთი მარშრუტი, ფაქტობრივად, ბლოკირებულია, კავკასია და შავი ზღვა უსაფრთხო დერეფანი უნდა იყოს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირების თვალსაზრისით. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, მათი სურვილია, საქართველოს გარშემო ყველაფერი ნეგატიური იყოს. ამიტომ, მათთვის პოზიტიურიც კი მიუღებელია. ისინი ფიქრობენ არა საქართველოზე, არამედ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესზე, რომ ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები