18 ოქტომბერი
22:00
თუმანიშვილის თეატრში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი 2014” ლაურიატების დაჯილდოება გაიმართება.
18 ოქტომბერი
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ბუკია პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში, დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ებოლას ვირუსი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
13:00
“რედისონში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ადგილობრივ კონკურსს „საქართველოს ჩემპიონატი ბარმენთა შორის“ დაესწრება.
14:00
ქ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდება.
18:00
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და კახა კანდელაკი დაესწრებიან.
19 ოქტომბერი
15:00
ონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, კინოკლუბი საზეიმოდ გაიხსნება, რომლის აპარატურით აღჭურვა, რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელა.
16:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენას „ბალანჩივაძეები“ გამართავს. მისამართი: რუსთაველის გამზირი 3, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი