ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
„ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 229 995 ლარი გამოიყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.