თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ხვალ დაიხურება

18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. კონცერტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები: მანანა ბერიკაშვილი და კახა კანდელაკი დაესწრებიან.
ფესტივალს დაარსებიდან 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. 11-18 ოქტომბერს ფესტივალმა მაღალი რანგის მუსიკოსებს უმასპინძლა. თელავის სამუსიკო კოლეჯში სხვადასხვა სპეციალობებში მასტერკლასები ჩატარდა. ოცწლიანი პაუზის შემდეგ ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული თელავის ლეგენდარული ფესტივალი „ქება ვაზისა“ აღდგენილია.
ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა ოთხი კონცერტი. აქედან სამი – საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. მის შემადგენლობაში შედიან მარალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი ხელმძღვანელობს.
2014 წლის ფესტივალზე გამოდიოდნენ: ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები