ფოთში, საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები ჩატარდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფოთში, საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა მაყურებლებისთვის დაუვიწყარი
სანახაობა მოაწყვეს. მისი გამარჯვებული  რომა ხარიტოვი გახდა.

ღონისძიებას, ქალაქ ფოთის მერი – ბექა ვაჭარაძე დაესწრო.

მისი თქმით, ყველა პროექტს, რომელიც ქალაქს მიმზიდველს გახდის, მერია მხარს დაუჭერს.

,,სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა ფოთისთვის ტრადიციად იქცა, რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ. დღეს ფოთში გაიმართა საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები.
მადლობა მინდა ვუთხრა BMW Club Georgia-ს და საავტომობილო სპორტის ფედერაციას, ასევე ყველა მონაწილეს დაუვიწყარი სანახაობის მოწყობისთვის.

ჩვენ მუდმივად მზად ვართ, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო ცნობადს და მიმზიდველს გახდის”,- განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები