საქართველოს სტაბილურობა ესაჭიროება, თუმცა არა რუსეთისთვის ქედის მოხრის ხარჯზე – ალასანია

„საქართველოს განვითარებისთვის სტაბილურობა ესაჭიროება, თუმცა არა რუსეთისთვის ქედის მოხრის ხარჯზე“, – აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სტაბილურობა სჭირდება, მაგრამ რუსეთს ქედს არ მოვუხრით და მისგან არც კარნახს მივიღებთ. საქართველოსთვის უკეთესია, ჰქონდეს ნატოს შესაბამისი ინსფრასტრუქტურა და ასოცირებული იყოს ევროკავშირთან. ეს განხილვას არ ექვემდებარება, ამიტომ ვემზადებით უარესისთვის. იმედია, მომავალში შევძლებთ კონფროტაციის თავიდან აცილებას, მაგრამ თუ მის წინაშე აღმოვჩნდებით, ყველა ბერკეტი უნდა გვქონდეს ჩვენი თავისუფლების დასაცავად“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები