ირაკლი ალასანია: რუსეთის პოლიტიკა თავად აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება

საქართველოს პრემიერ- მინისტრის განცხადებას, რომელიც მან აფხაზეთთან დაკავშირებით გააკეთა, მინისტრთა კაბინეტის წევრები გამოეხმაურნენ.
როგორც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება.
„დღეს ფაქტობრივად გვაქვს ოკუპაცია და ანექსიის დასაწყისი. რას გულისხმობს პრემიერი და რაც თქვა, მე გეტყვით, არის ის, რომ ეს პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, თვითონ აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. თუ მათ უნდათ, შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა, ამას შეძლებენ მხოლოდ თავისუფალ სივრცეში, საქართველოსთან ერთად ევროპაში. თვითონ ომის პირობებში ელაპარაკებიან სახელმწიფოები, ქვეყნები, აქედან გამომდინარე, ეს არხები უნდა არსებობდეს. რაც შეეხება ამ ორმხრივი ფორმატის მომავალ ბედს, ეს მთავრობის მიერ გადაწყდება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები