თამარ ჩიბურდანიძე: ეუთო-ს რეზოლუცია მოიტანს ისეთივე შედეგს რა ავტორიტეტიც აქვს რეზოლუციის ტექსტის ავტორებს – ეს არის მორიგი ფარატინა ქაღალდი

„ევროპაში დღეს არის დიდი პოლიტიკური კორუფცია და მას მართავენ ჩრდილოვანი მმართველები,” – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ.

ექსპერტის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია ფარატინა ქაღალდია, რომელსაც ექნება ისეთივე შედეგი, როგორი ავტორიტეტიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში მის ავტორებს აქვს.

„საქართველოს შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოიტანს ისეთივე შედეგს, რა ავტორიტეტიც აქვს რეზოლუციის ტექსტის ავტორებს და მთლიანად ევროპას მსოფლიოს გლობალურ პოლიტიკაში. დღეს ევროკავშირმა, ევროპამ, ევროპარლამენტმა და ეუთო-მ მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში სრულად დაკარგა გავლენა. რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ, თავადვე კითხულობენ.

საქართველოს შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ცარიელი, ფარატინა ქაღალდია. საქართველო საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას თავადვე აწარმოებს და აქედან გამომდინარე ეს რეზოლუცია ნეგატიურად არაფერზე არ აისახება.

ევროპის სიტყვა ანგარიშგასაწევი აღარ არის, არც დასავლეთისთვის, არც აღმოსავლეთისთვის და არც ჩვენთვის. ევროპაში დღეს არის დიდი პოლიტიკური კორუფცია და მას მართავენ ჩრდილოვანი მმართველები. ასეთი მმართველობა და პოლიტიკოსები ჩვენთვის ანგარიშგასაწევი ძალა არ არის,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები