“პრემიერმა იგულისხმა ეთნოსი და არა რაიმე ქვეყანა ან პოლიტიკური წარმონაქმნი“

 

   პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, იგულისხმა ეთნოსი და არა რაიმე ქვეყანა ან პოლიტიკური წარმონაქმნი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა აფხაზების, როგორც ეთნოსის თვითგამორკვევის სურვილზე ისაუბრა და არაფერი განსაკუთრებული საბაბი იმისა , რომ მის განცხადებას რაიმე სპეკულაციები მოჰყვეს ოპოზიციის მხრიდან, ნამდვილად არ არსებობს.
“მე მგონია, რომ პრემიერ მინისტრმა ძალიან ცხადად გააკეთა განცხადება, რომ ის არის ძალიან შეშფოთებული იმ შეთავაზებით, რომელიც რუსეთმა გაუკეთა ე.წ. აფხაზეთს. პრემიერ მინისტრმა, რა თქმა უნდა, იგულისხმა ეთნოსი და არა რაიმე ქვეყანა ან პოლიტიკური წარმონაქმნი. ამიტომ ეს ძალიან ცხადად უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი ქვეყნის თვითგამორკვევაზე. მან ეთნოსის თვითგამორკვევის სურვილზე ისაუბრა და აქ არაფერი განსაკუთრებული და საბაბი იმისა, რომ რაიმე სპეკულაციები მოჰყვეს ოპოზიციის მხრიდან, ნამდვილად არ არსებობს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები