თურქეთში, იზმირის პროვინციაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც გამოცემა იტყობინება, თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა.
თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა, დაახლოებით, 200 სახლი დააზიანა.