ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება დაათვალიერა

 

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება დაათვალიერებინა.
მინისტრის მოადგილე სტუმრებს პენიტენციური რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა და დაგეგმილი რეფორმის კომპონენტები გააცნო.
„ჩვენი სტუმრები დღეს გაეცნენ საქართველოს პენიტენციურ სისტემას, მათ მოინახულესN16 დაბალი რისკის დაწესებულება, რომელშიც სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული სასჯელაღსრულების დაწესებულება.“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რაივის კრონსბერგსმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ციხის მსგავსი მოდელის დანერგვას თავის ქვეყანაშიც გეგმავს.
„მოხარული ვარ, რომ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა მოგვეცა. ამ ეტაპზე ლატვიას არ აქვს მსგავსი თანამედროვე ტიპის დაწესებულებები, თუმცა ვგეგმავთ ჩვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ თანამედროვე ციხის მოდელი, ამიტომ დღევანდელი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება.“-განაცხადა რაივის კრონსბერგსმა.
ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობა.ვ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები