“რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო ახლოს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული” – პესკოვი

„რამდენადაც გვესმის, ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ცარიელი საწყობები, საწყობებში ამ შეიარაღების ნაკლებობა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს და ვაშინგტონის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას ეხმაურება, – იტყობინება tass-ი.

როგორც პესკოვი ამბობს, უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა აახლოებს კონფლიქტის დასასრულს.

“თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო ახლოს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული“, – აღნიშნავს პესკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები