ლევან მახაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: ეს ინიციატივა მაქსიმალურად წაახალისებს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესს
„ეს ინიციატივა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ნარკოტიკებთან ბრძოლას, და პირიქით, მაქსიმალურად წაახალისებს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, „ქრონიკასთან“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა და მას სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტის მხრიდან, რომ ჩვენი მთავარი ინტერესია ქვეყანაში მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკის დონეზე ნებისმიერი ხარვეზი. ეს ინიციატივა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ნარკოტიკებთან ბრძოლას, და პირიქით, მაქსიმალურად წაახალისებს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესს“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.