ირაკლი ალასანია იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს ესტუმრა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლის ხელმძღვანელობის მიწვევით საქართველოს თავდაცვის მინისტრი სასწავლებელში იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით ირაკლი ალასანიას სკოლის დამფუძნებელმა და „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ გამგეობის წევრმა ლევან ვასაძემ უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად კიკეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა დავითაძე იმყოფებოდნენ. ლევან ვასაძემ სტუმრებთან სასწავლებლის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ირაკლი ალასანია მოსწავლეებს პირადად გაესაუბრა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გენერალ გიორგი კვინიტაძის „ჩემი მოგონებების“ ორტომეულად გამოცემული წიგნები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები