“საქართველოს შრომის ინსპექცია არის ლიდერი რეგიონში და სრულად პასუხობს ყველა იმ ფუნდამენტურ, ადამიანის უფლებების დაცვას, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში” – ბექა ფერაძე

“დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ, შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს შრომის ინსპექცია არის ლიდერი რეგიონში და სრულად პასუხობს ყველა იმ ფუნდამენტურ, ადამიანის უფლებების დაცვას, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში”, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ შრომის ინსპექცია ნამდვილად ბიზნესის მეგობრად ჩამოყალიბდა, არ არსებობს არავითარი კითხვა, რომელიც შრომის ინსპექციასთან არსებობს. ცხადია, არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რეგულაციები, ტვირთი ბიზნესისთვის, მაგრამ ეს არის რაციონალური საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები