“ჯორჯიან ეარვეისი” 2 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს

,,ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით, 2 ივლისიდან თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება.

,,ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.

ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

https://www.facebook.com/share/1AjwbVwRMr/?mibextid=wwXIfr“, -წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები