მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა.
პიარსამსახურის ცნობით, აჭარის მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
,,ასევე ისაუბრეს ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ახალ პროექტებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მიხეილ ყაველაშვილმა სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია სულხან თამაზაშვილისგან მოისმინა და მას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებები კიდევ ერთხელ უსურვა”,- წერია ინფორმაციაში.