ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თავართქილაძისა და ორბელიანის ქუჩებზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თავართქილაძისა და ორბელიანის ქუჩებზე, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ეწყობა 1 370 მეტრი სიგრძის ახალი გზა და სანიაღვრე არხები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მცხოვრებლების გადაადგილებას და მოძრაობის უსაფრთხოებას.

“მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები