“ოპერაციის დაწყებამდე წივწივაძეს გული გაუჩერდა”

რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნატა ხურციძის განცხადებით, მაკა წივწივაძეს საავადმყოფოში შემოყვანის დროს სასიცოხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, ოპერაციის დაწყებამდე წივწივაძეს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებები მაინც ჩაატარეს.

ასევე, მისივე განმარტებით, მაკა წივწივაძეს თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა, წნევა დაბალი და მას პირის ღრუდან სისხლი მოსდიოდა.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტი რესპუბლიკური საავამდმყოფოდან იტყობინება, საავადმყოფოს მედპერსონალის განცხადებით, წივწივაძეს თავის არეში, საფეთქელთან შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდა ამისა გარდაცვლილს მარცხენა ხელი დაზიანებული ჰქონდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ლექტორი და „ბრიტანეთის საბჭოს“ თანამშრომელი მაკა წივწივაძე რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ლაშა მაღრაძემ ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიჯერმე ესროლა. მძიმედ დაჭრილი წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ილიაუნში შემთხვევა დღეს მოხდა. უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები