გია ვოლსკი – ხოშტარიაზე: ამ პროცესის არსი გარკვეული მესიჯების გაგზავნაა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის
„ამ პროცესის არსი გარკვეული მესიჯების გაგზავნაა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ელენე ხოშტარიასა და გედი ფოფხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტის კომენტირებისას განაცხადა.
„ელენე ხოშტარიას ან გედი ფოფხაძეს გულში რა აქვთ, არ ვიცი, ამას ვერ გაიგებს ვერავინ, რთული ამოსაცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, თავი დაანახვეს, გერმანიის ელჩი ისტუმრეს. რეალურად კი არაფერი შეცვლილა, ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ პროცესის არსი, მე მგონი, არის გარკვეული მესიჯების გაგზავნა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.