”სამდღიანი შიმშილობის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს მხარს არც „ლელო” უჭერს, არც გახარია, სავარაუდოდ, არც „გირჩი” – ბოჟაძე

“ალბათ, ასეთი აქცია არასდროს ჩატარებულა, როცა ოპოზიციამ ოპოზიციას მოთხოვნები წაუყენა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ისინი უარს ამბობენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.

„სინამდვილეში, ეს ის პოლიტიკური პარტიები არიან, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ აპირებდნენ, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი იგულისხმება, რომელიც იმას დათანხმდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც ჩანს, ეს ერთადერთი მიზნისთვის იყო გათვლილი, რომ როგორმე, 29 ივნისის აქცია მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, სხვა ამოცანა ამას არ ჰქონდა ისევე, როგორც კიდევ ერთი გამამართლებელი მიზეზი გაჩნდა, თუ რატომ არ აპირებს, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. სამდღიანი შიმშილობის მიუხედავად, ამ ყველაფერს მხარს არც „ლელო” უჭერს, არც გახარია, სავარაუდოდ, არც „გირჩი”. დაველოდოთ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები