ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისში, 1 386 ბენეფიციარს 395 605 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისში, 1 386 ბენეფიციარს, 395 605 ლარის დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დახმარება გაეწია მათ შორის:

176 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 166 602 ლარი გამოიყო;
122 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 24 707 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 39 პაციენტი 42 506 ლარით დაფინანსდა;
110 მრავალშვილიანი ოჯახი 11 000 ლარით დაფინანსდა;
364 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 540 ლარით დაფინანსდა;
ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 3 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხა;

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები